ახალციხელი სპორტსმენის M-1 Challenge 92-ზე ბრძოლა დასრულდა. ამირან გოგოლაძემ რუსი სპორტსმენი, თეიმურაზ გურიევი დაამარცხა.
ტურნირი, 24 მაისს, სანკტ–პეტერბურგში, საქართველოს დროით 18:30 წუთზე დაიწყო.
შეხვედრას, 13 legion-ის ფეისბუქ გვერდზე, live რეჟიმში თვალს ადევნებდნენ ქართველი სპორტსმენის გულშემატკივრები.
20 წლის ახალციხელი სპორტსმენი კლუბ "13 ლეგიონი"-ს წევრია. ამირან გოგოლაძე MMA- ში საქართველოს ჩემპიონი, ჩინეთის WLF ვერსიით გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია გრეპლინგში.