ირბინე, თავისუფლებისთვის
26 მაისს, ქ.ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი, გეზრბენში (კროსში) შეჯიბრს მართავს, რომელიც საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავის იუბილეს მიეძღვნება.
მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. შეჯიბრი , როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში ოთხ კატეგორიაში ჩატარდება:
მოყვარულებს შორის;
2002 წელს და უმცროს წლებში დაბადებულებს შორის;
შეიარაღებულ ძალებს შორის;
პროფესიონალ მორბენლებს შორის;
აღნიშნულ კატეგორიებში, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული მონაწილეები, მედლებით და ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან.
რეგისტრაცია და ნომრების გაცემა მძლეოსნობის სპორტული კლუბის ადმინისტრაციაში (ცენტრალური სტადიონის ტერიტორია) მოხდება, 26 მაისს კი რეგისტრაცია 09:00 საათიდან, სტარტის ადგილზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან დაიწყება.