2 ივნისს, ახალციხის სასპორტო სკოლაში, ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიხსნა.
პირველობისათვის ერთმანეთს მოჭიდავეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, 7 წონით კატეგორიაში ეჯიბრებიან.
დღევანდელ შეჯიბრზე მძიმე წონით კატეგორიაში ახალციხელმა ნიაზ დიასამიძემ გაიმარჯვა.
ჩემპიონატი ქართული ჭიდაობის სამცხე–ჯავახეთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, გუბერნატორის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჭიდაობის ჩემპიონატი ხვალ, 3 ივნისს, დასრულდება.