უდეში, ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
17:37 / 07.06.2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 2008 წლის აგვისტოს ომში, გმირულად გარდაცვლილი ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.
მინიფეხბურთში მონაწილეობა ბოლაჯურის, კახარეთის, სმადის, ბენარის, არლის, ქვემო ენთლის, ლელოვნის, უდის პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს. ფინალში ერთმანეთს არლისა და უდის პირველი საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება უდის გუნდმა ,,ალიკა"–მ, ანგარიშით 4:1 მოიპოვა.
მეორე და მესამე ადგილზე კი არლისა და ქვემო ენთლის გუნდები გავიდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ალიკა ბალახაშვილის სახელობის გარდამავალი თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. სიგელებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო მცველი, ნახევარმცველი, მეკარე, თავდამსხმელი და ბომბარდირი.
ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში მეათე წელია ტარდება. ჩემპიონატს ორგანიზებას ომში დაღუპული გმირის მამა უწევს. გურამ ბალახაშვილის თქმით, მისი შვილის ხსოვნას, ჩემპიონატი, პირველად 2009 წელს მიუძღვნა და მას შემდეგ სკოლებს შორის ტურნირს ყოველწლიურად მართავს.
ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირის ორგანიზატორი მინიფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარებას მომავალ წელსაც იგეგმავს და იმედოვნებს, რომ სპორტულ ღონისძიებებში სოფლის სკოლები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.