სპორტი
მოყვარულებს შორის, ფეხბურთში, რეგიონული ტურნირი იწყება
სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ვიცე -პრეზიდენტი ლაშა ჩალაძე სამცხე-ჯავახათის სამოყვარულო საფეხბურთო კლუბების
წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონული ტურნირის გასამართად ბურთები გადასცა.
სამცხე-ჯავახეთიდან „მოყვარულთა თასის“ ჩემპიონატის რეგიონულ თამაშებზე ექვსი მუნიციპალიტეტის 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებული სამი გუნდი კი ფინალურ თამაშებში იასპარეზებს.
რეგიონული თამაშები პირველ ივლისს დაიწყება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ნოემბერში კი ფინალური შეხვედრები გაიმართება.
გააზიარეთ :