საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღნიშვნას ახალციხეც უერთდება
23 ივნისს, სპორტული სამყარო საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს, რის გამოც, სიმბოლურად ახალციხეში გარბენი გაიმართება.
შეჯიბრების მონაწილეები ოლიმპიური სიმბოლიკიანი მაისურებით იქნებიან წარმოდგენილნი.
გარბენი სტარტს შოთა რუსთაველის ძეგლიდან, დილის 10:00 საათზე აიღებს.
გარბენი ჩატარდება 26 ივნისს, 13:30 საათზე, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სახელწოდებით – „საერთაშორისო ახალციხის ღია პირველობა მძლეოსნობაში“.
გარბენს " ახალციხის მძლეონობის პორტული კლუბი " და "რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაცია" გამართავენ.