ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო. ჩემპიონატი აწყურის სტადიონზე მიმდინარეობს. შეხვედრის პირველ დღეს ოთხი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. წნისის აწყურის, ვალისა და წყრუთის გუნდებმა მოწინააღმდეგე აგარის, სვირის, ორალისა და მინაძის გუნდები დაამარცხეს.
ტურნირში მონაწილეობას ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ახალგაზრდებით დაკომპლექტებული თექვსმეტი გუნდი იღებს. თამაში წრიული სისტემით მიმდინარეობს.
ფინალური შეხვედრა 26 მაისს გაიმართება და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება. მონაწილეები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
|