სპორტი
რომელ ადგილს იკავებს საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგაზე"
საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი სტუმრების სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარში, მატჩის 48-ე წუთზე ალბანელებმა ანგარიში გახსნეს, გოლი საქართველოს ნაკრების კარში კრისტიან ასლანმა გაიტანა. „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.
ამის პარალელურად გვიან ღამით, ერთა ლიგის B1 ჯგუფში, მატჩი უკრაინა და ჩეხეთს შორის გაიმართა და ფრე 1:1 დასრულდა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. გუშინდელი მატჩების შემდეგ კი ადგილები ასე გადანაწილდა. ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი ქულა მოიპოვა და 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე 6 ქულით საქართველოს ნაკრებია, მას ისევ 6 ქულით ალბანეთის ნაკრები მოსდევს და ბოლო ადგილზე 4 ქულით უკრაინის ნაკრებია.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგაზე" მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს უკრაინასთან ჩაატარებს.
გააზიარეთ :