სამცხე-ჯავახეთში
რეგიონული კლუბი „ ტაო“ ფუძნდება. იგი პირველი სარაგბო
გუნდი იქნება საქართველოში, რომელსაც ადგილობრივი
მუნიციპალიტეტები უჭერენ მხარს.
გუნდის დაფუძნებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, 15:00 საათზე, ასპინძაში ღონისძიებები გაიმართება. იგი ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყება. მის ყველა მონაწილეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი – გოჩა სვანიძე, სამახსოვრო სიგელებს გადასცემს.
ღონისძიება კლუბ „ტაოს“ წარდგენით გაგრძელდება.
მოწვეულ სტუმრებს და კლუბის დამფუძნებლებს – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, ახალციხის მერს, ახალციხის ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის გამგებლებს „ტაოს“ პრეზიდენტი, ირაკლი გვენეტაძე სამომავლო გეგმებს გააცნობს.
კლუბის დაფუძნების მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაცია. ამ კლუბის დაარსებით საქართველოში ახალ ტრადიციას ეყრება საფუძველი – რეგიონული სარაგბო გუნდი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება მხარდაჭერილი.
|