სარაგბო კლუბმა "ტაომ" თელავის "თელავი"17:0 დაამარცხა. შეხვედრა 11 აგვისტოს, სოფელ ნაფარეულის სტადიონზე გაიმართა.
დღევანდელი თამაშით, ერეკლე მეფის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა.
2017 წელს რაგბის კლუბების სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ "ტაო"- სა და თელავის "თელავი"- ს ხელმძღვანელობის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ერეკლე მეფის გარდამავალი, ყოველწლიური თასის გათამაშებას ამ ორ კლუბს შორის.
სარაგბო კლუბ ,,ტაო"–ს ინფორმაციით, პირველი თამაში ასპინძაში, 2017 წლის 5 აგვისტოს გაიმართა. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 29:19 დასრულდა და თასი ტაოს დარჩა.
გარდამავალი თასის გათამაშება რაგბში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი ტრადიცია ისეთ დიდ ნაკრებებს აქვთ, როგორიც არის ”ბორჯღალოსნები”, ჩვენი ეროვნული ნაკრები და რუმინეთი; ახალი ზელანდის და ავსტრალის ნაკრებები და ა. შ.