7 სექტემბერს, ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო შეხვედრა ,,ზარზმის" ვეტერანებსა და კომპლექსური სასპორტო სკოლის ფეხბურთელებს შორის გაიმართა.
შეხვედრა ვეტერანების გამარჯვებით, პენალტების სერიაში, ანგარიშით 6 : 5 დასრულდა. საფეხბურთო მატჩი ტრადიციულია და ორი თაობის წარმომადგენლებს შორის ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ადიგენის უნიციპალიტეტის მერიამ ფეხბურთელებს მედლები, სიგელები და სამახსოვრო თასები გადასცა.