ახალციხის ღია პირველობა მძლეოსნობაში. მიხეილ იაძის სახელობის სტადიონმა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, 170–მდე მძლეოსანს უმასპინძლა. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები ერთმანეთს მძლეოსნობის რამდენიმე სახეობაში შეეჯიბრნენ. გოგოებისა და ბიჭების გუნდებმა, რამდენიმე დისტანციაზე ირბინეს. სირბილის გარდა, ჩემპიონატი ჩატარდა უროს ტყორცნაში, ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში. ახალციხის გუნდმა 14 საპრიზო ადგილი მოიპოვა, აქედან ოთხი, მესხმა სპორტსმენებმა, ოქროს მედალი მიიღეს.
ახალციხის ღია პირველობაზე, საქართველოს ორი და სტადიონის ერთი რეკორდი მოიხსნა. უროს ტყორცნაში საქართველოს რეკორდის გაუბჯობესებული მაჩვენებელი გოგოებისა და ბიჭების გუნდის წევრებმა აჩვენეს. სტადიონის რეკორდი კი მძლეოსანმა ბადრი ქიმაძემ, ბირთვის კვრაში მოხსნა.
ღია პირველობა ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.
|