,,ევროპის სპორტის კვირეული" ასპინძაში გაიმართა
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის , განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით 24- 25 სექტემბერს ჩატარდა პირველობა მინი- ფეხბურთში და ნარდში.
მინი-ფეხბურთში:
I- ადგილი მოიპოვა ასპინძის სასპორტო გაერთიანების მეორე გუნდმა.
II-ადგილი სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდმა.
ნარდში:
I- ადგილი მოიპოვა ჯაბა ასპანიძემ.
II-ადგილი მოიპოვა გიორგი ზაზაძემ.
III ადგილი მოიპოვა ავთანდილ ბერიძემ.
გამარჯვებულებული გუნდები და მონაწილეები მერიამ დააჯილდოვა თასით, მედლებით და ფასიანი საჩუქრით.
კვირეული დასრულდება 29 სექტემბერს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩის კალათბურთი 26 სექტემბერს, ქართული ჭიდაობა, ჯილდაობა (ქვის აწევა) და მკლავჭიდი 29 სექტემბერს.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს შეზღუდვისა და სპეციალური კრიტერიუმების გარეშე.