კლუბ "13 ლეგიონის" ოთხი წევრი, IFC შეხვედრებისთვის ემზადება.
მათ შორისაა კლუბის მწვრთნელი მიშა მესხი. მისი ორთაბრძოლა 10 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გაიმართება. ახალციხელი სპორტსმენის მოწინააღმდეგეები გერმანელი, უკრაინელი და დაღესტნელი მებრძოლები არიან.
IFC–ის ორგანიზაციაში საქართველოდან 4 მებრძოლი მიემგზავრება, ოთხივე "13 ლეგიონის" წევრია. მიშა მესხი, გევო ოვსეფიანი, გოჩა სმოიანი და იოსებ ტაბეშაძე.
"ეს ორგანიზაცია ერთ–ერთი წამყვანია და ძალიან დიდი ტრამპლინი იქნება ჩვენთვის. ამის შემდეგ, უფრო ძლიერ ორგანიზაციებში ასპარეზობის საშუალება მოგვეცემა. წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. მიზანი ერთი გვაქვს – მოვიპოვოთ ქამრები და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი. გვინდა ავაფრიალოთ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა", – ამბობს მიშა მესხი.
IFC–ის ქამარი