13 ოქტომბერს, ,,ტაო" ,,იუნკერებს" შეხვდება
ასპინძაში, 13 ოქტომბერს, პირველი ლიგის მეორე თამაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ასპინძის სარაგბო გუნდი ,,ტაო““ და კიკეთის ,იუნკერები“ დაუპირისპირდებიან.
პირველი თამაში ,,ტაო"–მ ქუთაისის ,,ბაგრატ"–თან 6 ოქტომბერს გამართა და პრემიალური ქულით 42:10 მოუგო.
"ტაოს" კლუბის პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ,,იუნკერები" ძლიერი გუნდია და ბიჭები თავს მოიკლავენ. ეს უკვე პროფესიონალთა ლიგაა და წინ სერიოზული თამაში გველის".