საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირში MMA ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს. ბრძოლა წესების გარეშე თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, ათი მონაწილიდან ქალაქს წარმატება ცხრა სპორტსმენმა მოუტანა. მათ 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
„ჩვენმა მონდომებამ და ფიზიკურად მომზადებამ შდეგი გამოიღო. გვასახელს ჩვენმა ბიჭებმა და წარმატებით დავბრუნდით“ -აცხადებს მეცამეტე ლეგიონის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი მიშა მესხი.
|