ადიგენელმა მოჭიდავეებმა ოქროს მედლები მოიპოვეს
წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ადიგენის მუნიციპალიტეტის გუნდმა, რომელიც ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ორი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში საქართველოს გარდა სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის 250–მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.
გამარჯვებულები რვა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 55 კგ წონით კატეგორიაში პირველობა რომეო ბერიძემ, ხოლო 38 კგ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ მოიპოვა. ოქროს მედლის გარდა, ანრი ხოზრევანიძემ ამ გამარჯვებით ირანში ასპარეზობაც გაინაღდა.
გუნდის მწვრთნელი მინდია შაინიძე განმარტავს, რომ ბათუმის ტურნირით მან ირანში შეჯიბრების ლიცენზია მოიპოვა.
,,საკმაოდ დამაჯერებლად გამოვლინდნენ, ამისთვის ბევრი იშრომეს და შრომაც დაუფასდათ. რაც შეეხება ანრი ხოზრევანიძეს, 21 ნოემბერს ირანში მიემგზავრება, სადაც პირველობისთვის იბრძოლებს.
ანრიმ ლიცენზია გაინაღდა და სურს სამშობლო კიდევ ერთხელ ასახელოს. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირში ყველა გამორჩეული სპორტსმენი მონაწილეობდა, ანრი ხოზრევანიძეს გამარჯვება სჭირდებოდა, რომ ირანში წასულიყო. ამ ტურნირში გამარჯვებით წასვლის საკითხი გადაწყდა" – განაცხადა მინდია შაინიძემ.