ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის გუნდმა „მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა. ფინალური თამაში 4 დეკემბერს თბილისის ხელბურთის დარბაზში გაიმართა.
ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად თბილისის, ახალციხის, მარნეულისა და ქუთაისის სკოლები იბრძოდნენ. ახალციხის გუნდს პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ ორი ქულა დააკლდა
„მხიარული სტარტების“ გამარჯვებული წელს მარნეულის მეექვსე სკოლის გუნდი გახდა. მესამე ადგილს დასჯერდა ქუთაისის მესამოცე სკოლა. საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ფინალური თამაშების ყველა მონაწილე მედლებითა და სიგელებით, დააჯილდოვა.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1 200 სკოლის 60 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე
|