ფრენბურთის ტურნირში სამცხე-ჯავახეთის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, რეგიონული ჩემპიონატის ფინალში ვალისა და ბორჯომის გუნდებმა იასპარეზეს. გამარჯვება ვალის გუნდმა მოიპოვა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელით საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებს. მანამდე კი გამარჯვებული გუნდის ახალგაზრდები 20 დღის განმავლობაში ანაკლიაში დაისვენებენ.
ფრენბურთის ტურნირში მონაწილეობა ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გუნდებმა მიიღეს.
ტურნირი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში სპორტისა და განათლების სამინისტროების ეგიდით მოეწყო.
სპორტული ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.
|