ახალციხელი კარატისტები საერთაშორისო ჩემპიონატიდან სამი საპრიზო ადგილით დაბრუნდნენ. შიტორიუ კარატე დოს ახალციხის სკოლის “საფარის” სპორტსმენებმა ტურნირზე, სახელწოდებით “Open Tbilisi” სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მთავარი ხელმძღვანელის მამუკა ზუმბაძის თქმით, ჩემპიონატზე უძლიერესმა სპორტსმენებმა იასპარეზეს.
ტურნირი სახელწოდებით “Open Tbilisi” 17 აპრილს თბილისში გაიმართა. მასში მსოფლიოს მასშტაბით, ათამდე ქვეყანა მონაწილეობდა.
ახალციხიდან ჩემპიონატზე იასპარეზეს როგორც გამოცდილმა , ასევე დამწყებმა სპორტსმენებმაც.
სამომავლოდ, შიტორიუ კარატე დოს ახალციხის სკოლის კარატისტები ბათუმში საერთაშორისო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელიც 19, 20 და 21 მაისს გაიმართება.
თიკო კურტანიძე
|