ერევანში, შერეული საბრძოლო ხელოვნების MIX Fight-ის ტურნირზე პირველად, საქართველოს წარმომადგენელმა ნაირ მელიქიანმა 20 წამში გამარჯვება მოიპოვა.
სპორტსმენმა 72 კგ კატეგორიაში იასპარეზა. მისი მოწინააღმდეგე სომხეთის წარმომადგენელი, სამბოს ჩემპიონი აშოტ ატოანი იყო.
ტურნირში 24 თებერვალს გაიმართა და მასში 7 ქვეყნის პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
nor.ge-სთან ინტერვიუში ის აცხადებს. „ჩემი გამარჯვება დედას მივუძღვენი.ღვთის წყალობით გავიმარჯვე, მადლობა უფალს. უღრმესი მადლობა ასევე ელიზბარიანს და სომხეთის MMA-ს, აშოტ პეტროსიანს".
ნაირ მელიქიანის სახელზე არაერთი ჯილდოა.
2018 წლის თებერვალში, ერევანში გამართულ ჩემპიონატზე, რომელშიც სომხეთის, ირანისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მან ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.
2017 წლის ივლისში, ბათუმში ჩატარებულ საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში, (World martialartsfestival) ის პირველ ადგილზე გავიდა.
ნაირ მელიქიანი მონაწილეობდა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მან ჩემპიონის ტიტული კიდევ ოთხჯერ – 2013, 2014, 2015 და 2016 წლებშიც მოიპოვა.