ანზორ დარბაიძე 2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე მოხვედრას ცდილობს.
პრემიერ ლიგაზე მოსახვედრი სალიცენზიო ტურნირი, სადაც სპორტსმენები ქულებს აგროვებენ, ავსტრიის ქალაქ სალზბურგში, 1, 2 და 3 მარტს გაიმართება.
საქართველოს კარატის ნაკრებთან ერთად იმყოფება ახალციხელი ანზორ დარბაიძე, რომელიც 75კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
„ჩემს წონაში არის 220 კაცი უნდა ვეცადო რამოდენიმე წრის გავლა, რაც შეიძლება მეტი ბრძოლა უნდა მოვიგო, რომ 50 კაცში მოვხვდე და მოვიპოვო პრემიერ ლიგაზე გასვლა. ეს იქნება დიდი ნაბიჯი ოლიმპიადისთვის. ამ ლიგაში მონაწილეობა უკვე შედეგია“, - ამბობს ახალციხელი კარატისტი.