ახალციხელი სამბოისტი საუდის არაბეთში ჩემპიონატზე მიემგზავრება
ბექა ბერძენიშვილი საუდის არაბეთში ,,ჭიდაობის თამაშებში“ მიიღებს მონაწილეობას.
სპორტსმენი აზიაში 5 მარტს მიემგზავრება.
2018 წლის ფალავანი, საუდის არაბეთში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
ჩემპიონატში საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთი ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან არის.
„როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ამ თამაშებში ვიღებთ მონაწილეობას. მოწვევა მოდის და მწვრთნელი ნაკრებიდან ირჩევს, რომელი სპორტსმენი წავა. ჭიდაობის ბევრ სახეობაში იმართება შეჯიბრება“, - აღნიშნა ბექა ბერძენიშვილმა.
მესხ სპორტსმენს სამბოში მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.