,,ტაო" ბოლნისის ,,ყოჩებთან" დამარცხდა
პირველი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაში ბოლნისის „ყოჩებმა“ „ტაოს“ ანგარიშით 66:19 მოუგო. თამაში 16 მარტს, თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა.
,,ტაოს" კლუბის პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგე უმაღლესი ლიგის გუნდია, ,,ყოჩები" პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში შეიქმნა.
,,ჩვენ მომავალ კვირას შევხვდებით თბილისის ,,დინამოს", გუნდის მაქსიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლაა. ამ ეტაპზე მეხუთე ადგილზე ვართ, თუმცა პრემიალური ქულით (3 და მეტი ლელოს გატანა) მოგების შემთხვევაში, პროგრამა მაქსიმუმი შესრულებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხე ადგილზე გავალთ" - აცხადებს tv9news.ge-სთან ირაკლი გვენეტაძე.
„ტაო“ შემდეგ შეხვედრას თბილისის ,,დინამოსთან", 30 მარტს, დედაქალაქში გამართავს.