დღეს, პირველ აპრილს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ.
ტურნირში მონაწილეობა 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონებმა და ბიჭემა მიიღეს, რომლებიც 4 ასაკობრივ ჯგუფად იყვნენ წარმოდგენილნი.
ტურნირში მონაწილეებმა მინიმალური დისტანცია 650 , ხოლო მაქსიმალური 3 250 მეტრი გაირბინეს.
ჩემპიონატში 24 პრიზიორი გამოვლინდა, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ახალციხის ღია პირველობას ორგანიზება ქალაქის მერიისა და მძლეოსნობის სპორტული კლუბის წარმომადგენლებმა გაუწიეს.
|