ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი ჩემპიონატისთვის ემზადება. პირველ აპრილს, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ახალგაზრდები კროსში, ახალციხის ღია პირველობისთვის იასპარეზებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქალაქის მძლეოსნობის კლუბის წევრები მიიღებენ.
მძლეოსნობაში ტურნირი 12–დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის გაიმართება, რომელიც ოთხ ასაკობრივ ჯგუფად დაიყოფა. მინიმალური დისტანცია 650 მეტრია, ხოლო მაქსიმალური – 3250. ტურნირში მონაწილეობას გოგონები და ვაჟები მიიღებენ. გამარჯვებულებს მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
ტურნირს ორგანიზებას ახალციხის მძლეოსნობის კლუბი და ქალაქის მერია უწევენ.
|