ახალციხეში გოგონათა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა. ძველი და ახალი წევრებისათვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამ დროისათვის გუნდში 50–მდე გოგონა ირიცხება. სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, ამიტომ მათ გუნდში ეტაპობრივად დაიმატებენ. გელა მაისურაძის თქმით, ფეხბურთელები აქტიურ ვარჯიშს უკვე შეუდგნენ და მალე ჩემპიონატებშიც ჩაერთვებიან.
საფეხბურთო აკადემიაში გოგონები უფასოდ ვარჯიშობენ. სამომავლოდ ისინი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდებიან. ძირითადი გუნდის კაპიტანს მომავალ კვირაში აირჩევენ.
|