სპორტი
ასპინძაში რაგბის ფესტივალი ჩატარდა (ფოტო)
ფესტივალში მონაწილეობა ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის, ახალქალაქის, ასპინძის, ზუგდიდისა და გალის რაგბის გუნდებმა მიიღეს.
სპორტსმენები 8 –დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ფესტივალში ზუგდიდის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე – ბორჯომის, მესამეზე კი ადიგენის გუნდი გავიდა.
ფესტივალში აფხაზეთდან და ზუგდიდიდან 43 სპორტსმენი მონაწილეობდა.
,,რაგბი ისეთ სპორტია, სადაც ახალგაზრდები ბევრ ენერგიას ხარჯავენ, ამიტომ ვცდილობთ ისე ვათამაშოთ, რომ ძლიერი სუსტს არ შეხვდეს - მთავარია უსაფრთოხებაა“ - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კლუბის ,,ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე.
გამარჯვებულ გუნდს თასი, ყველა მონაწილეს კი სიგელები გადაეცა.
ფესტივალში 230 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელიც 12 კაცისგან დაკომპლექტებული 6 ჯგუფისგან შედგებოდა.
რაგბის ფესტივალი აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის რაგბის ფედერაციისა და ,,ტაოს“ კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.
გააზიარეთ :