ახალციხელობას გეზრბენში ჩემპიონატი ჩატარდება
30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახალციხეში 2 კილომეტრის დისტანციაზე, სხვადასხვა კატეგორიებში (გოგონებსა და ვაჟებს შორის) გეზრბენი ჩატარდება.
კატეგორიები შემდეგნაირად განისაზღვრა:
• მოყვარულები (არ დაიშვებიან პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატებში ნებისმიერ სპორტის სახეობაში, მოყვარულთა ჩემპიონატის გარდა).
• 45 წელს გადაცილებული ვეტერანები (1973 წელს დაბადებულები და უფროსები);
• შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები;
• 2002-2003 წ. დაბადებულები ახალგაზრდები;
• 2004 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის ბავშვები;
• მძლეოსნები;
გეზრბენი სტარტს შოთა რუსთაველის ძეგლიდან 12 საათზე აიღებს. რეგისტრაცია დაიწყება 10:30 საათიდან სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ტურნირში გამარჯვებულები შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან ახალციხის ციხეზე.