სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბმა "ტაომ" სტუმრად ითამაშა. პირველი ლიგის პირველი შეხვედრა მესხმა მორაგბეებმა ფოთის "იბერიასთან" გამართეს.
პირველი ტაიმი "ტაოს" სასარგებლოდ, 40:7 დასრულდა. შვიდი ქულა მასპინძლებმა თამაშის მიწურულს, ლელოს დადებით მოიპოვეს. მესხმა მორაგბეებმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც შეინარჩუნეს. საბოლოოდ პირველი ლიგის პირველი თამაში "ტაოს" გამარჯვებით 57:15 დასრულდა.
"ტაო ფოთში ორი დღით იმყოფებოდა. ჩვენმა მორაგბეებმა ფოთის გუნდი ,,იბერია“ დაამარცხეს. მასპინძლებმა თამაშის განმავლობაში მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხა", - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.
"ტაო" შემდეგ თამაშს შაბათს, 14 სექტემბერს, ასპინძის რაგბის ბაზაზე, თბილისის "დინამოსთან" გამართავს.