კიევის საერთაშორისო ტურნირზე მესხმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გოგა აფრიამაშვილმა 71 კგ. წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით იასპარეზა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8-0 დაამარცხა, ნახევარფინალში, თანაგუნდელ გიორგი ჯავახიას ანგარიშით 3-2 მოუგო.
გოგა აფრიამაშვილი ადიგენიდან, სოფელ არლიდან არის. 2005 წლიდან იგი ეროვნულ ნაკრებში ჭიდაობს. კიევის საერთაშორისო ტურნირზე სპორტსმენი ეროვნული ფედერაციის სახელით იმყოფებოდა.
13 თებერვალს, კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით, ხალიჩაზე 5 მოჭიდავე გავიდა, აქედან ოთხმა მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლები მფლობელები გოგა აფრიამაშვილმა (71) და ვასილ იმერლიშვილმა (98), ბრინჯაოს მედლების კი გიორგი ჯავახია (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გახდნენ.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა 20–მა ქვეყანამ მიიღო.
|