"ნიალას" სახელობის ბავშვთა რაგბის ფესტივალი იწყება
29 სექტემბერს რაგბის ბაზა ასპინძაში "ტაოს" და შპს "ნიალას" სახელობით ფესტივალს უმასპინძლებს.
ფესტივალში სამასამდე პატარა მორაგბე იასპარეზებს. მონაწილეები სამსახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
,,ითამაშებენ, დამეგობრდებიან და რაც მთავარია, უკეთ ისწავლიან რაგბის თამაშს, განიცდიან გამარჯვება-დამარცხებას“ - ვკითხულობთ ასპინძის რაგბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
ფესტივალზე დასწრება მსურველებს 13 საათიდან 17 საათამდე ასპინძს რაგბის ბაზაზე შეუძლიათ.