„ტაო“ ლიდერ გუნდთან შერკინებისთვის ემზადება
სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი „ტაო“ პირველი ლიგის ფარგლებში თამაშისთვის ემზადება. მეხუთე ტურის შეხვედრა 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ასპინძის რაგბის ბაზაზე გაიმართება. მესხი მორაგბეები ქუთაისის „არესს“ უმასპინძლებენ.
ოთხი თამაშის შემდეგ, „არესს“ ანგარიშზე ოთხი მოგება და შესაბამისად, 20 ქულა აქვს ჩაწერილი. ამ შედეგით ქუთაისელი მორაგბეები სარეიტინგო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ. „ტაო“ კი სამი მოგებით, ერთი წაგებით და საბოლოოდ, 13 ქულით მეოთხე ადგილზეა.