სპორტი
ახალციხელები ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ
ბოლნისის მეათე თასის ღია ჩემპიონატზე, ახალციხელმა სპორტსმენებმა, ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კლუბ ,,საფარიდან" ჩემპიონატში 13 სპორტსმენი მონაწილეობდა.
კლუბ ,,საფარის“ წევრებმა ნიკოლოზ ხაზალაშვილმა ოქროს მედალი და სიმბოლური სიგელი 6-7 წლის ასაკობრივ, ხოლო ნიკოლოზ გოგოლაძემ 8-9 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვეს. შიტო-რიო კარატე-დოს ჩემპიონატში, 12-13 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ახალციხელმა სპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურეს.
,,ყოველ წელს ვმონაწილეობთ, რადგან მოქმედი სპორტსმენები ვართ და ეს ჩვენი ვალდებულებაა. ჩემპიონატებს ახალციხეშიც ვაწყობთ“, - ამბობს კლუბ ,,საფარის“ პრეზიდენტი მამუკა ზუმბაძე.
საქართველოს ჩემპიონატი ,,ბოლნისის მეათე თასი“ წელიწადში ორჯერ, მაისსა და ოქტომბერში იმართება.
გააზიარეთ :