რევაზ ლაშხი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ჩემპიონი 59კგ წონით კატეგორიაში გახდა. მან მოწინააღმდეგე დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
რევაზ ლაშხს გამარჯვების მოსაპოვებლად ბრძოლა ირაკლი შავაძესთან (აჭარა) მოუწია.
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სპორტის ახალ სასახლეში ჩატარდა.
რევაზ ლაშხი წარმოშობით ბორჯომიდანაა. ის 2011 წლის ევროპის
ჩემპიონია. მონაწილეობა მიიღო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
რევაზ ლაშხი ჭაბუკთა შორის ევროპისა (2004) და მსოფლიოს (2005)
ვერცხლის პრიზიორია.
წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი”
|