ბაკურიანში ახალგაზრდა სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. იგი ვარჯიშის დროს ზვავმა მოიყოლა.
შემთხვევა 5 იანვარს დღის პირველ საათზე მოხდა, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, სპორტსმენი ვარჯიშისას „ტატრაპუმის წვერიდან“, გაუკვალავ თოვლში „დიდველზე“ გადადიოდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა.
ლევან მშვილდაძის თქმით, მაშველები ნუგზარ დიაკონაშვილს სამი საათის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა სპორტსმენი ბაკურიანის სნოუბორდის გუნდს ხელმძღვანელობდა. იგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო. ერთ–ერთი ბოლო წარმატება 2015 წელს მოიპოვა, სადაც სნოუბორდ–კროსში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
ფედერაციაში ამბობენ, რომ ნუგზარ დიაკონაშვილი 2018 წლის კორეას ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოსაპოვებლად ემზადებოდა. ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია.
ახალგაზრდა სპორტსმენის შესახებ მედიასთან, მისი მეგობრებიც საუბრობენ.
ნუგზარ დიაკონაშვილს 10 იანვარს ბაკურიანში დაკრძალავენ.
|