რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. 65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის შესანიშნავად ითამაშა ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და "საჭადრაკო ოსკარის" პირველმა მფლობელმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.