სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ "ტაოსა" და ოზურგეთის "არწივებს" შორის, პირველი ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართა. მასპინძლების მოლოდინი, რომ გაიმარჯვებდნენ, არ გამართლდა - თამაში მესხმა მორაგბეებმა წააგეს.
პირველ ტაიმში თამაში "ტაოს" სასარგებლოდ წარიმართა. მასპინძლებმა ლელოს დადებაც შეძლეს და შეხვედრის პირველი ნახევარი "ტაოს" სასარგებლოდ, 14:5 დასრულდა.
მეორე ტაიმში "ტაომ" ქულის მოპოვება ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ შედეგიანად ითამაშეს სტუმრებმა. ბოლო წუთებზე გატანილმა ლელომ მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში14:17 "არწივების" სასარგებლოდ დაფიქსირდა.
ეს 2019 წლის ბოლო შეხვედრა იყო. ტურნირი მომავალ წელს გაგრძელდება. თამაშები სავარაუდოდ, თებერვლიდან განახლდება