ბაკურიანში, სამთო–სათხილამურო სპორტში, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. შეჯიბრში მონაწილეობა გოგონებმა და ვაჟებმა სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან მიიღეს. ჩემპიონატში სპორტსმენები ჩაერთვნენ, როგორც ბაკურიანიდან, ასევე, გუდაურიდან, თბილისიდან, მესტიიდან და აჭარის რეგიონიდან.
გამარჯვებულები სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ სამთო სათხილამურო ფედერაციისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.
წელს საქართველოს თასის გათამაშება სამთო-სათხილამურო სპორტში ხუთ ეტაპად არის დაგეგმილი. მეორე ეტაპს, 16–17 იანვარს კვლავ ბაკურიანი უმასპინძლებს, რის შემდეგ ჩემპიონატი გუდაურის, მესტიისა და გოდერძის ტრასებზე ჩატარდება.
|