ახალქალაქის ღია ტურნირიდან ახალციხელი კატარისტები წარმატებით დაბრუნდნენ. შოტოკან კარატე დოს ახალციხის გუნდის ათი მონაწილედან ათივე მათგანმა მედლები და საპრიზო ადგილები მოიპოვა. ოთხმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა, სამმა მათგანმა – მეორე და ასევე, სამმა კარატისტმა – მესამე ადგილი.
ჩემპიონატში მონაწილეობა 400–მდე სპორტსმენმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიიღო. გამარჯვებულები რვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ტურნირი 20 დეკემბერს გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას ორგანიზება ახალქალქის თვითმმართველობამ გაუწია. გამარჯვებულებს გამგეობისგან ფასიანი საჩუქრები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
|