საქართველოს შიტორიუ შიტოკაის სამცხე–ჯავახეთის კლუბ „საფარის“ პრეზიდენტი და სპორტსმენები ახალციხის მერს შეხვდნენ. მამუკა ზუმბაძე გიორგი კოპაძეს, დეკემბრის დასაწყისში, ჩეხეთის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე კარატისტებმა არსებულ პრობლემებზეც იმსჯელეს. მამუკა ზუმბაძის თქმით, სპორტსმენებს ტატამი არ აქვთ და ვარჯიში იატაკზე უწევთ. ქალაქის მერი მათ დახმარებას დაპირდა.
კარატეში ევროპის ღია ჩემპიონატი 12 დეკემბერს ჩეხეთში გაიმართა. მასში მონაწილეობა ხუთმა ახლციხელმა სპორტსმენმა მიიღო. კარატისტები სამშობლოში სიგელებითა და სამი ოქროს მედლით დაბრუნდნენ.
|