სპორტი
მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა
დღეს, 12 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.
2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე დაიღუპა. ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო საწვრთნელი დაშვების დროს, 144,3 კმ/სთ მოძრავმა ციგამ მართვა დაკარგა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა.
21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინცინდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.
ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ დაბა ბაკურიანშია დაკრძალული. ქუჩა კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.
გააზიარეთ :