ახალციხელ კარატისტებს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაუტარდათ. სპორტსმენების შესაძლებლობები შიტოკაის ასოციაციის პრეზიდენტმა შეაფასა.
ჯამბულ კოდუას თქმით, ახალგაზრდების ნაწილმა დავალებას თავი უფრო კარგად ვარჯიშზე გაართვა, ვიდრე გამოცდაზე, თუმცა იგი საერთო შედეგით კმაყოფილია.
საკვალიფიკაციო გამოცდები სპორტსმენებს სასწავლო წლის განმავლობაში 4-ჯერ უტარდებათ, რის შემდეგაც კარატისტები შესაბამისი ფერის ქამრების მფლობელები ხდებიან.
|