ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ახალციხის ფეხბურთის აკადემია „მესხეთი“ და ,,მცხეთა“ დაუპირისპიდა.
შეხვედრა ,,მესხეთის“ უპირატესობით 5-0 დასრულდა. აკადემიის მთავარი
მწვრთნელის თქმით, გუნდის მეორე ლიგაში თამაში, აღნიშნული შეხვედრის
შედეგმა გადაწყვიტა. სეზონის დასასრულს ფეხბურთელები ბორჯომის
ნაკრების წევრებს შეხვდებიან. მეორე ლიგის თამაშები მომავალი წლის
მარტიდან დაიწყება.