მესხი კარატისტები ჩეხეთში, ღია ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ემზადებიან. ტურნირისთვის სპორტსმენები საქართველოს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. სემინარის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩეხეთში, ღია ჩემპიონატზე, რეგიონიდან 4 კარატისტი გაემგზავრება.
გარდა ამისა, ახალციხისა და ადიგენის გუნდებისთვის გამოცდა ჩატარდა, სადაც სპორტსმენებს კვალიფიკაცია აუმაღლდათ და მწვანე, ყავისფერი და შავი ქამრების მფლობელები გახდნენ.