სპორტი
ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის დაცვით დაიშვებიან
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივარი ვირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი პროტოკოლის დაცვის შესაბამისად დაიშვება. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვებასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებით შესაბამის პროტოკოლში ცვლილებები მომდევნო კვირაში შევა, რის შემდეგაც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რაღაც შეზღუდვების მოხსნა. დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს და საბჭოს წევრებს სტადიონებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა მოვახსენე. ალბათ, უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონს მიაღმა ვიწრო სივრცეში იკრიბებიან გულშემატკივრები. ნამდვილად არ არის სასურველი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ან თუნდაც კოვიდთან მიმართებაში მათი ერთად ყოფნა და ნახვა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით საკითხი დადგა. ძალიან პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება.

რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით. განისაღვრება თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი შეიძლება დავუშვათ სტადიონზე. ეს იქნება დისტანციის დაცვით. არ მოხდება ისე, რომ ყველა ერთ ადგილას იყოს თავშეყრილი. სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, სტადიონზე დავუშვებთ. თუმცა, ხაზს ვუსვამ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება განსაზღვრული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტადიონზე შესვლამდე იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი. ასევე ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი“,
- განაცხადა კობიაშვილმა.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ახალი ამბები სომხურ ენაზე
ამინდი
ახალციხე 13 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 14 °C
img
ადიგენი 21 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6237
RUB
RUB
100
4.2107
TRY
TRY
1
0.4208
USD
USD
1
3.0785
AMD
AMD
1000
6.3425
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.