ახალციხეში მინი–ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში გასული გუნდებიდან მუნიციპალიტეტის პირველობა სვირის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილს აწყურის გუნდი დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილი ვალის გუნდმა დაიკავა.
ტურნირი მინიფეხბურთში 28 სექტემბერს დაიწყო. მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ტერიტორიულ ერთეულებში შექმნილი რვა გუნდი იბრძოდა.
ფინალში გასული გუნდები ფასიანი საჩუქრებით, სერტიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი დაიხარჯა.
ტურნირს ორგანიზება გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.
|