4–დან 4 მოგებული ბრძოლა – ახალქალაქელი ოთარ ერანოსიანი ამერიკულ რინგზე
ახალქალაქელი სპორტსმენი ოთარ ერანოსიანი წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. მოკრივემ რიგით მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მან 35 წლის არგენტინელი იგნასიო პერინი დაამარცხა. შეხვედრა 21 ნოემბერს, ქალაქ ჰიალეაში (ფლორიდა, აშშ) გაიმართა.
ახალქალაქელი ტიტულოვანი მოკრივე, 27 წლის ოთარ ერანოსიანი 2019 წლის დეკემბრიდან აშშ-ში ცხოვრობს. იგი მსოფლიოს სამოყვარულო ბოქსისა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საკუთარი ძალები პროფესიონალურ რინგზე მოესინჯა.
ოთარ ერანოსიანის დებიუტი 2020 წლის 28 აგვისტოს შედგა. დღეისათვის სპორტსმენის ანგარიშზე 4–დან 4 მოგებული რინგია, აქედან 2 ბრძოლა - ნოკაუტით.
ოთარ ერანოსიანი ამ დროისათვის ამერიკული კომპანია აშშ-ში Warriors Promoushen- ის WARRIORS GYM კლუბის წევრია.
jnews.ge