24 ივლისს, ახალციხეში უეფას სიმბოლოებს ელოდებიან.
ჩემპიონთა ლიგის, სუპერ და ევროპის ლიგის თასებს საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჩამოიტანს.
ახალციხეში თასები ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსდება. უეფას სიმბოლოების მონახულება და მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება მსურველებს 12:00 საათიდან შეეძლებათ.
თასების ჩამოტანის პარალელურად გაიმართება საფეხბურთო მატჩები.
ახალციხის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გელა მაისურაძის თქმით, ხვალინდელი დღე ისტორიული, უპრეცენდენტო მოვლენაა, რომელსაც ფეხბურთის ყველა მოყვარული უნდა დაესწროს.
ჩემპიონთა ლიგის, სუპერ და ევროპის ლიგის თასები ახალციხეში ერთი დღის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი საქართველოს თერთმეტივე თვითმმართველ ქალაქს მოივლის. საბოლოოდ კი თბილისში 11 აგვისტოს უეფას „სუპერთასი 2015“–ის მატჩზე გათამაშდება.
|