მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. აწყურის სტადიონზე ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა. ერთმანეთს წნისისა და აწყურის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშის ძირითადი დრო, ფრედ 0:0 დასრულდა, რის გამოც პენალტების სერია დაინიშნა. საბოლოოდ, ანგარიშით 7:6, მუნიციპალიტეტის პირველობა აწყურმა მოიპოვა.
ტურნირში მონაწილე გუნდებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პირადი შემოსავლიდან ფულადი თანხა 100 ლარის, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილოსნებს 60 და 50 ლარის ოდენობით გადასცა.
სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციამ და გამგეობამ, ტურნირში მონაწილე მოთამაშეები სხვადსხვა ნომინაციაშიც გამოავლინეს და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ტურნირი ფეხბურთში 29 ივნისს დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის თემიდან, რვა გუნდმა მიიღო.
|